ბითაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელად ზაზა კვიციანი დანიშნა

პუბლიკა

კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამსახურების ხელმძღვანელებს ახალი გენერალური დირექტორი, ზაზა კვიციანი წარუდგინა.

სამინისტროს ცნობით, ​ზაზა კვიციანს საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს – სააგენტოს გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე ის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.