სოფელ ყარაჯალაში სროლის საქმეზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა ერთი პირი დააკავა, მეორე კი პირს ამ დრომდე ეძებენ.
„დაკავებულს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობაში დახმარება. მეორე პირის დაკავების მიზნით გრძელდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე 19-109-ე, 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს” – ნათქვამია შსს-ს კომენტარში.
დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენ დურიჩ გაჯიევის ავტომობილს ესროლეს. TV პირველმა წყაროზე დაყრდნობით ჰყვებოდა, რომ გაჯიევს მაშინ ჩაუსაფრდნენ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, როდესაც რესტორნიდან სახლში ბრუნდებოდა და მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი არასრულწლოვანი შვილებიც. ტელევიზიის ინფორმაციით, თავდასხმის სავარაუდო მოტივი ფინანსური დაპირისპირება გახდა, ერთ-ერთი ვერსიით, ბიზნესმენს აშანტაჟებდნენ. აღნიშნულ ვერსიას უარყობს დურიჩ გაჯიევის მამა.