5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული გურჯაანის სასამართლომ გაამართლა

პუბლიკა

პროკურატურა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული გამართლდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

უწყების განცხადებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ  უტყუარი  მტკიცებულებები წარადგინა, რითაც დასტურდებოდა, რომ ა.ა.-მ დანაშაული ჩაიდინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურა არ ეთანხმება გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ბრალდების მხარემ  მითითებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ კიდევ თებერვალში დაასრულა და არცერთი სასამართლო პროცესი პროკურორის შუამდგომლობით არ გადადებულა”, – წერს პროკურატურა.