18 მაისს დაგეგმილ პროცესზე ადვოკატები გიორგი რურუას გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ

პუბლიკა

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობას ადვოკატები 18 მაისს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე დააყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი ორშაბათსაა ჩანიშნული. სხდომაზე დაცვის მხარე მისი გათავისუფლებისა და აღკვეთის ღონისძიების მოხსნის შუამდგომლობის დაყენებას დისტანციურად აპირებს.

გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს ოპოზიციაც. ისინი ამბობენ, რომ რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილია.

სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი – ველოდებით ასევე გიორგი რურუას გათავისუფლებას