მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით საჩხერეში ერთი პირი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

პოლიციამ საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  მათი თქმით, 1990 წელს დაბადებული ბ.ი. საჩხერეში დააკავეს.

„მას ბრალი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება. დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.