საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 19 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 475

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 19 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სულ გამოჯანმრთელებულია 475 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

განახლებული მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 6-ით გაიზარდა.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 713;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 475;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 12;
  • კარანტინის რეჟიმში – 3519;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.