უმრავლესობის ყოფილი წევრი მარიამ ჯაში ფიქრობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გუნდის წინააღმდეგობა, რთული დასაჯერებელია რომ დამოუკიდებელი მოქმედება იყო. ამის შესახებ მარიამ ჯაშმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად,- სჯერა თუ არა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით დეპუტატების გუნდი მოქმედებდა დამოუკიდებლად.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და იმ განცხადებების საფუძველზე, რაც მოსმენილი მაქვს, არასდროს ბატონ ბიძინას და პარტიის ლიდერებს არ გამოუთქვამთ საწინააღმდეგო პოზიცია. მაგრამ ვიცით რა, არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს, რომ უმრავლესობა პრაქტიკულად ყოველთვის ეთანხმებოდა პოლიტიკურ ლიდერშიფს გადაწყვეტილებებში, რთულია დაიჯერო, რომ ეს იყო დამოუკიდებელი მოქმედება“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.
საპარლამენტო უმრავლესობა მარიამ ჯაშმა 14 ნოემბერს დატოვა, მას შემდეგ რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო.