კაცს, რომელიც ბრალდებულია 24 წლის გოგოს მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულს შ.გ.-ს განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი გოგო. წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.