გერმანიამ საქართველოს ციხის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა გადმოსცა

პუბლიკა

გერმანიამ 2006 წელს ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე მსჯავრდებული და ძებნილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა საქართველოს გადმოსცა.  მას, სავარუდოდ, დღეს ჩამოიყვანენ.

ინფორმაცია ამის შესახებ „პუბლიკას“ პროკურატურაში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში ამბობენ, ამ საკითხზე ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ე.წ. ციხის ბუნტის საქმე ეხება 2006 წლის მარტში მომხდარ სპეცოპერაციას, რა დროსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარი დაიღუპა.

ამ საქმეზე 2013 წლის ოქტომბერში ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 3 წლით და 9 თვის ვადით. ამ საქმეზე ბრალდებულები იყვნენ, ასევე, – დავით ჭაკუა, მეგის ქარდავა, რევაზ ჭარბაძე.

სტრასბურგის სასამართლომ 2020 წელს გამოიტანა განაწყვეტილება, რომ ციხის ბუნტისას დაღუპული 2 პატიმრის მიმართ საქართველომ სიცოცხლის უფლება დაარღვია.