შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.
უწყების თქმით, ბრალდებულებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში 73 წლის მამაკაცს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.