გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით მეუღლის წამებაში ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი მეუღლის წამების საქმეზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„2020 წლის 13 იანვარს ქ. ფოთში, ზ.შ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მეუღლის მიმართ წამება განახორციელა, რა დროსაც დანით მიაყენა ჭრილობები და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ზ.შ. 2020 წლის 13 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის წევრის წამება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, – წერს პროკურატურა.