როგორი იქნება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ

პუბლიკა

თბილისის მერმა კახა კალაძემ Facebook-ჩართვაში მაყურებელს წარუდგინა რენდერები, თუ როგორი იქნება პარლამენტის წინ არსებული სივრცე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ. თბილისის მერის ჩართვაში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც მონაწილეობდა.

 


პარლამენტის წინ შვილმოკლული მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი მერიამ 2019 წლის 31 დეკემბრის ღამეს აიღო და ადგილზე საბავშვო ატრაქციონები განათავსა. იანვარში ატრაქციონების აღების შემდგომ კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოღობა და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს მიაჩნიათ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები რეალურად საპროტესტო სივრცის შეზღუდვას ისახავს მიზნად.