თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, თბილისისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პარკირების წესების დარღვევისას საჯარიმო ქვითრების ჩაუბარებლობის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
„საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის ან ჩაბარების უარის თქმის შემთხვევაში… ძალიან ბევრი იყო ასეთი შემთხვევები – ჯარიმის გადახდის თავის არიდების მიზნით არ იბარებდნენ ამ ქვითარს. უამრავი შემთხვევაა ასეთი… და ეს რომ ყველაფერი მოვაწესრიგოთ, ამისთვის საჯარიმო ქვითარი ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება, თუ მეპატრონე არ ჩაიბარებს. ეს არის სისტემა, რომელსაც იყენებს შინაგანა საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე. პარკირებასთან დაკავშირებულ დარღვევებზეც ანალოგიური მეთოდი იქნება გამოყენებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ასევე, კახა კალაძის განცხადებით, თუ პირი პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.