150 000 სარეიტინგო ქულამდე სოციალურად დაუცველ სტუდენტებს 1 სემესტრის საფასური დაუფინანსდებათ - გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი და მისი სარეიტინგო ქულა არის 150 000-მდე, სახელმწიფო ერთ სემესტრს, 2020-2021 სასწავლო წელს, სრულად აუნაზღაურებს.

„ამასთან ერთად, ყველა [სოციალურად დაუცველი] სტუდენტი 150 [სარეიტინგო] ქულამდე, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სოციალური  სტუდენტის სტატუსი, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს, მთელი ერთი წლის – 2020-2021 წლის სწავლის საფასურს. ეს გახლავთ 2250 ლარი“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საბოლოო ჯამში ამ შეღავათით საქართველოში 33 ათასზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს.