ლისის გზაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე, რა დროსაც 12 წლის მოზარდი დაიღუპა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
,,გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა”, – წერს პროკურატურა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.