„საქართველოს ბანკის" 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

„საქართველოს ბანკის” ცნობით, მათ 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც „პუბლიკას” ბანკში განუცხადეს, ისინი „SOLO ლაუნჯში” მუშაობდნენ.

„ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა „დონაში” და სამწუხაროდ, დაუდგინდათ covid-19.

ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთან ერთად ვმოქმედებთ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად. ბათუმში ბოლო დროს გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე ჩვენ პროაქტიულად დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლების ტესტირება”, – აცხადებენ ბანკში.