„ლელოს“ წევრზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს

პუბლიკა

„ლელოს“ წევრზე თავდასხმაში ბრალდებული პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.დ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 2020 წლის 4 სექტემბერს, თბილისში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს. გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.