ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი – 1991 წელს დაბადებული ჯ.ქ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ბათუმში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ქალაქ ბათუმში, ყოფილ მეუღლეს -1991 წელს დაბადებულ ლ.დ.-ს. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, “- ამბობენ უწყებაში.