ლაგოდეხის ნაკრძალში ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე.