ტელეკომპანია „მთავარი არხი“ მისი დაკვეთით, IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვყენებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.
კითხვაზე: რომელი პარტიები უნდა იყოს აუცილებლად კოალიციურ მთავრობაში? – IPSOS-ის კვლევის შედეგები ასეთია:
ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ ამ შეკითხვაზე მოქალაქეს რამდენიმე პასუხის გაცემა შეეძლო.
- „ნაციონალური მოძრაობა” და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” – 28 %
- “ქართული ოცნება” – 23,5 %
- “ევროპული საქართველო” – 23 %
- “ლეიბორისტული პარტია” – 17,5 %
- სტრატეგია აღმაშენებელი – 17 %
- ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები” – 15 %
- “პატრიოტთა ალიანსი” – 15 %
- “ლელო საქართველოსთვის” – 14,5 %
- “გირჩი” – 7,5 %
- “თავისუფალი საქართველო” – 7 %
- “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” – 6,5 %