პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვასა და იძულების ბრალდებით 4 პირი დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესსაქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ი.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული „LEXUS GX-ის” მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს „CZ”-ს მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი”, – წერს შსს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.