„სარდაფიდან არიან ამოსულები“ - ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაქურდეს

პუბლიკა

ქუთაისში რამდენიმე დღის წინ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ინტელექსპრესი“ გაქურდეს. ქურდობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს.

„სარდაფის ჭერი და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის იატაკი საერთოა. როგორც ამბობენ, გამოტეხეს ჭერი და ასე მოხვდნენ შენობაში“, – ამბობს „მთავართან“ ადგილობრივი.

„რუსთავი 2-თან“ კი „ინტელექსპრესის“ მენეჯერი ლევან დონდუა ამბობს: „იყო განგაშის სიგნალი საცავიდან. გამოცხადდა დაცვის პოლიცია, თუმცა საცავი არ გახსნა. [ქურდები] სარდაფიდან არიან ამოსულები“. მენეჯერი ტელეკომპანიასთან ზარალის ოდენობაზე არ საუბრობს.