ჩხარტიშვილი მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 300 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი მოსამართლემ, ვალერიან ფილიშვილმა სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 300 ლარით დააჯარიმა და სხდომის დარბაზიდან გააძევა.

ლაშა ჩხარტიშვილი დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან. საქმეზე სხდომა 19:00 საათამდე გადაიდო.

ჩხარტიშვილმა  შუამდგომლობა დააყენა მოსამართლის აცილებაზე. მისი თქმით, ვალერიან ფილიშვილმა არ უნდა განიხილოს მისი ადმინისტრაციული საქმე, რადგან ის მიკერძოებულია და საპროტესტო აქციის წარმომადგენლების მიმართ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს. ​

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს დაკავებული 37 პირის საქმეც მოსამართლე ვალერი ფილიაშვილმა განიხილა.