17 წლის გოგოზე სავარუდო სექსუალური ძალადობის საქმეზე ექსპერტიზა მიმდინარეობს – შსს

პუბლიკა

იმერეთში 17 წლის მოზარდზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეზე ექსპერტიზა მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ ვერ ეუბნებიან, დაიწყო თუ არა გამოძიება. უწყებაში გვპასუხობენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ექსპერტიზა ტარდება, დამატებითი დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„TV პირველთან“ მოზარდის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გოგოზე, სავარაუდოდ, ოჯახის ახლობელმა იძალადა, მოზარდი კი შიშის გამო ვერაფერს ამბობდა. ამჟამად გოგო სახლში იმყოფება.

მოზარდი ერთ-ერთ ადგილობრივ დღის ცენტრში დადიოდა. როგორც სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენელი არხთან ამბობს, მიმდინარეობს გამოძიება, გოგოსთან მუშაობს ფსიქოლოგი და მას ჰყავს ასევე ადვოკატი.