კორონავირუსი | 30 სექტემბრის მიმოხილვა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევების უმეტესობა, 235 აჭარის რეგიონში დადასტურდა.

დღეს ასევე კორონავირუსისგან  796 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსის 3 072 აქტიური შემთხვევა რჩება.

30 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვალებულთა რაოდებობა  უკვე 39-ია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, გარდაცვლილი ერთ-ერთი პაციენტი 69 წლის კაცია. ენდელაძის ინფორმაციიით, პაციენტი ქუთაისში კლინიკა „ბომონდში“ გადიოდა მკურნალობას.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ ერთი დღეს გარდაცვლილი პაციენტი 61 წლის ქალია.  სამინისტრის ცნობით, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში წუხელ შეიყვანეს. დღეს გარდაცვლილი მესამე პაციენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დღეს ასევე გორის სამედიცინო ცენტრში ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ცენტრმა მუშაობა შეაჩერა. კლინიკის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სანამ შესაბამისი სამუშაოები არ დასრულდება, მუშაობას არ განაახლებენ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 6192;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3120;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 39;
  • კარანტინის რეჟიმში – 5445;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდსასტუმროში მყოფი პირები – 1000;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;