პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტში, ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ ღამით სხვის საკუთრებაში არსებულ ვენახებში ფარულად შეაღწიეს და საფერავის ჯიშის ყურძენს იპარავდნენ. პოლიციამ, დაახლოებით, ნახევარი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ”, – აცხადებს შსს.
დანაშაული 1-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.