მერიასთან დაკავებული „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პუბლიკა

თბილისის მერიასთან აქციაზე დაკავებული „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დღეს თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე  „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე და ახალგაზრდული ფრთის წევრები დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი  ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.