კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნაზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 280-ე მუხლით დაიწყო, რაც ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევას გულისხმობს. ამის შესახებ „პუბლიკას” უწყებაში განუცხადეს.
უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება შსს-მ გუშინ, 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე მიიღეს. უწყების ცნობითვე, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.