პოლიციამ ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, კომპანია “ოპპას” კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს და ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამალეს.
მომხდარიდან მეორე დღეს, ბრალდებულები მოპარული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულის ამოღებას აპარატის საცავის დაზიანების გზით ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა ისინი ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღო”, – წერს შსს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.