კლინიკა „ვივამედში“ დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრი მკურნალ ექიმთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა ის კლინიკაში არ შეუშვეს, რასაც დაცვის სამსახურთან დაპირისპირება მოჰყვა.
ექიმის ინფორმაციით, დაჭრილს ოპერაცია უტარდება. მისივე თქმით, მას მრავლობითი ჭრილობებით მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.