დღეს, 31 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 1 282.
მთავრობის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 030 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 323 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 707 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 227 420-ს.
მთავრობის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1 282 პირი. მათივე ცნობით, კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა.