დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის, ზუგდიდის მერის წარმომადგენელი დავაკავეთ - სუს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების საქმეზე, ერგეტას (ცვანეს) ადმინისტრაციულ ერთეულში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი მოქალაქეს, 65 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ზუგდიდის რაიონის სოფ. ერგეტაში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 5 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას დაჰპირდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, მოქალაქისგან აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 15 000 ამერიკული დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიებას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ატარებს.