რუსთავში სუპერმარკეტ „ლიბრეზე“ თავდასხმის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება | შსს

პუბლიკა

წუხელ რუსთავში სუპერმარკეტ „ლიბრეს“ თავს დაესხნენ. როგორც შსს-ში „პუბლიკას“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

„[კონსულტანტს] დაზიანება არ აქვს, მაგრამ გაკიდება ვერ მოასწრეს. დიახ, დაცვა მერე მოვიდა, მაგრამ იმათ გაასწრეს, სალარო ვერ გახსნეს“, – ამბობს „ლიბრეს“ ერთ-ერთი თანამშრომელი „მთავართან“.