ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთს შორის მეორე შიდასახელმწიფოებრივ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა.
„უფლებები საქართველოს“ საერთაშორისო სამართლის ექსპერტის განცხადებით, საქართველომ მიუთითა, რომ რუსეთის ფედერაციამ სამოქალაქო მოსახლეობის და მათი ქონების წინააღმდეგ გამოიყენა განურჩეველი და არაპროპორციული ძალა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია მოქმედებდა რუსეთის ჯარის და მის დაქვემდებარებაში არსებული სეპარატისტული ძალების მეშვეობით.
„შედეგად, ადმინისტრაციულმა პრაქტიკამ დაარღვია კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლი (არასათანადო მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლი (თავისუფლების უფლება), მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 მუხლი (უფლება სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებაზე), კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების დაცვა) და მე-2 მუხლი (განათლების უფლება), კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება)“, “- ამბობს ის.
ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ (ამჟამად „უფლებები საქართველო“) რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოგროვებაში ომის დასრულებისთანავე – 2008 წლის 13 აგვისტოდან ჩაერთო.
ორგანიზაციაშო ამბობენ, რომ იურისტების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, არაერთი დაზარალებული გამოიკითხა და შეგროვდა მტკიცებულებები, რომლებიც მიეწოდა სახელმწიფოს რუსეთის წინააღმეგ წარსადგენ საქმეზე გამოსაყენებლად.