ბრალდებულმა ავტოსკოლის „C“ და „D“ კატეგორიის ყალბი მოწმობები დაამზადა - საგამოძიებო სამსახური

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების საქმეზე ერთი პირი ამხილეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, რომელიც ბათუმში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი იყო, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა ავტოსკოლის „C“ და „D“ კატეგორიის ყალბი მოწმობები, თითქოსდა მოქალაქეს გავლილი ჰქონდა სატვირთო მანქანის და ავტობუსის მართვის შესაბამისი კურსები”, – წერს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.