გთავაზობთ პრაქტიკულ სახელმძღვანელოს სექსუალური შევიწროების შესახებ | ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველის აპარატი აქვეყნებს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს სექსუალური შევიწროების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება და დაეხმაროს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს.

პრაქტიკულ სახელმძღვანელოში დეტალურად გაეცნობით შემდეგ საკითხებს:

  • სექსუალური შევიწროების შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტები;
  • სექსუალური შევიწროების დეფინიცია და მტკიცების ტვირთი;
  • სექსუალური შევიწროების აკრძალვისა და პრევენციის შიდა ორგანიზაციული პოლიტიკის დოკუმენტების და გასაჩივრების მექანიზმის მნიშვნელობა;
  • პრინციპები, რომელთაც უნდა ეყრდნობოდეს სექსუალური შევიწროების ფაქტების შესწავლა.

პრაქტიკული სახელმძღვანელო მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

სახელმძღვანელოს ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.