„რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ“ - გომელაური 14 წლის გოგოს საქმის გამოძიებაზე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კანონის ფარგლებში გამოძიებამ ყველა შესაბამისი ღონისძიება გაატარა.

„ძალიან მძიმე ფაქტია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი, ბავშვი – სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს. პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს.

რაც შეეხება გამოძიებას, ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება, შესაძლებლობა, ჩაგვეტარებინა საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები ყველაფერი გავაკეთეთ.

თუ ვინმეს აქვს რამე კითხვები გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ეს იქნება ოჯახი თუ სხვა, შეუძლიათ მოიძიონ და ნახონ, ვთქვათ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და როგორც გაკეთდა,“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.