გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ მოსამართლე ბიძინა სტურუას განაჩენი უსამართლოა და არ არის დამყარებული მტკიცებულებებზე.
არჩილ გაგნიძის უფლებადამცველის, ვასილ მამულაშვილის თქმით, „სამართალი დღეს დასრულდა“. მისი თქმით, ადვოკატებს ქართული სასამართლო ინსტანციების იმედი არ აქვთ და საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღებენ. სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს ვახტანგ ჩიქოვანის ოჯახიც.
არასრულწლოვან ზ.ხ.-ს ადვოკატმა მოსამართლე დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა.
ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით კი, „ამ გადაწყვეტილებით, ბიძინა სტურუამ იყიდა ადგილი უზენაეს სასამართლოში“.
გიორგი შაქარაშვილის დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები: ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკა რევაზიშვილი და ორი არასრულწლოვანი ა.ქ. და ზ.ხ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ბიძინა სტურუამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სასამართლომ მათ განუსაზღვრა სასჯელის ზომა: არჩილ გაგნიძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა; ნიკა რევაზიშვილის – 16 წლით; ვახტანგ ჩიქოვანს – 16 წლით; ა.ქ-ს და ზ.ხ-ს სასჯელის ზომას სასამართლო 16 მარტს გამოაცხადებს.