„თქვენი სამართლის დედაც“ - 20 ივნისს დაკავებულმა თამლიანმა სხდომაზე წარწერა გამოფინა

პუბლიკა

„ამ ცხოვრების დედაც, თქვენი სამართლის დედაც”, – ეს წარწერა გამოფინა 20 ივნისს დაკავებულმა ბესიკ თამლიანმა სასამართლო სხდომაზე.

ფურცელი ბესიკ თამლიანს მანდატურის თანამშრომლებმა მოახსნევინეს. ბრალდებულის თქმით, მას სოლიდარობის გამოხატვა სურდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების – ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს. სასამართლო სხდომაზე 16: 00 საათამდე შესვენება გამოცხადდა.

ბესიკ თამლიანი 20 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა ან მასში მონაწილეობის მუხლის საფუძველზე დააკავეს.