მერიის თანამშრომელმა აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობის მფარველობისთვის ქრთამი აიღო - სუს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობისა და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი.

უწყების ცნობით, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.