წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ორი ადამიანი მოკლეს

პუბლიკა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ორი ადამიანი მოკლეს. შინაგან საქამეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მოხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულები ძმები არიან, სავარაუდო დამნაშავე კი მათი ბიძაშვილია. როგორც ცნობილია, ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.