ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

პუბლიკა

არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ კოდუა მეუღლისა და შვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დააკავა.

მეტი დეტალი საქმეზე ცნობილი არ არის.