ზურაბიშვილმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს (მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს) დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა.

ადმინისტრაციის ცნობითვე, საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 6 მაისს გამოსცა.