ყაზახეთის პოლიციამ, ქალაქ ნურ-სულთანში საქართველოში გარდაცვლილი 26 წლის ასელ აიტპაევას საქმეზე ბრალდებული მურად მეირბეკოვი დააკავა.
ყაზახეთის პოლიციამ ბრალდებული საქართველოში გარდაცვლილი ყაზახეთის მოქალაქის ასელ აიტპაევას ოჯახის წევრების განცხადების საფუძველზე დააკავა. მას გამოძიება ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლის დაღვევას ედავება, რაც ტრეფიკინგს გულისხმობს.
გარდაცვლილი ასელ აიტპაევას საქმეზე მურად მეიდბეკოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. შსს-ს ცნობით, 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მურატ მეირბეკოვმა ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, ასსელ აიტპაევასთან ორჯერ დაამყარა არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის (გაუპატიურება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდაცვლილი 26 წლის გოგოს საქმეზე დაკავებულია ასევე საქართველოს მოქალქე ბესიკ თოდუა. მას ბრალი წარდგენილი აქვს გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმროა აქვს შეფარდებული.