აბრეშუმის მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია იწყება | მერია

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის განვითარების ფონდმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

როგორც მან აღნიშნა, პროექტი მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა  და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის თანადაფინანსებით ხორციელდება.

„პროექტის ფარგლებში, შენობის ექსტერიერი და ინტერიერი სრულად განახლდება. ასევე, კეთილმოეწყობა ავეჯი და ეზო “, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოები 2022 წლის დეკემბერში დასრულდება.

„მუზეუმში დაცული კოლექციები უნიკალურია და წარმოდგენას გვიქმნის კავკასიასა და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში აბრეშუმის ქსოვილის წარმოებასა და გამოყენებაზე. აქ თავმოყრილია დიდი ინფორმაციის მქონე ნიმუშები და ექსპონატები. ვფიქრობ, მუზეუმის რეაბილიტაცია წარმოაჩენს არა მხოლოდ შენობის მნიშვნელობას, არამედ აქ დაცული ექსპონატების განსაკუთრებულობას. ძალიან მიხარია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებას ვახერხებთ. სამუშაოები 2022 წლის დეკემბერში დასრულდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი  დაახლოებით, 3 მლნ 300 ათასი ლარია.