აბაშიძე თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნას არ ადასტურებს

პუბლიკა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ მინისტრის წარმომადგენელი ზურა აბაშიძე თბილისში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნაზე დღეს გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია,  თითქოს შვეიცარიის საელჩოში არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციასთან გაიხსნა რუსული კულტურის ცენტრი. ეს ინფორმაცია არ დასტურდება და არ შეესაბამება რეალობას. შეგიძლიათ, გადაამოწმოთ შვეიცარიის საელჩოში“, – განუცხადა აბაშიძემ „პუბლიკას“.

თბილისში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნაზე ინფორმაცია დღეს ონლაინგამოცემა „SOVA NEWS-მა“ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში რუსული კულტურისა და ენისა ცენტრის გახსნაზე აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ კარასინმა რუსულ მედიასთან ისაუბრა. ნოემბერში გამართული შეხვედრის შემდეგ კარასინმა თბილისში დეკემბრის ბოლოს ცენტრის გახსნა დაანონსა. ცენტრის გახსნაზე კარასინთან მოლაპარაკება მაშინვე უარყო ზურა აბაშიძემ და განაცხადა, რომ ლაპარაკი იყო რუსული ენის კურსებზე და ცენტრის გახსნაზე  არ უსაუბრიათ.