„აცეტონიანი ზეთის საღებავი შემასხეს“ - Новая Газета-ს რედაქტორი

პუბლიკა

ნობელის პრემიის ლაურეატს მშვიდობის დარგში, „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორ დმიტრი მურატოვს უცნობი პირი მატარებლის კუპეში თავს დაესხა და აცეტონით გაჯერებული საღებავი შეასხა. ინფორმაციას „ნოვაია გაზეტა“ ავრცელებს.

„კუპეში აცეტონიანი ზეთის საღებავი შემასხეს. თვალები საშინლად მეწვის. მატარებელი მოსკოვიდან სამარაში მიდიოდა. მთელ ვაგონს ზეთის სუნი აქვს. გამგზავრება უკვე 30 წუთით გადაიდო. ვეცდები, ჩამოვიბანო. მან დაიყვირა: „მურატოვ, აი ჩვენი ბიჭებისთვის“, – აცხადებს მურატოვი.