აჭარის ტელევიზია მაუწყებლობას ხვალიდან აღადგენს - გიორგი კოხრეიძე

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის განცხადებით, სატელევიზიო მაუწყებლობა ხვალიდან განახლდება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

„აჭარის ტელევიზია ხვალ აღადგენს მაუწყებლობას. თანამშრომლები დაემორჩილებიან იმ ინსტრუქტაჟს, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვცა. თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი თანამშრომლები 12 დღის შემდეგ ხელახლა გაიტესტებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს”, – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

გუშინ, კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებლმა მუშაობა შეაჩერა.