„აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გაუქმდეს კომენდანტის საათი“ | აქცია კანცელარიასთან

პუბლიკა

მთავრობის კანცელარიასთან „მწვანეებისა“ და სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, აღდგეს საზოგადობრივი ტრანსპორტი და გაუქმდეს ე.წ. კომენდანტის საათი.

აქციის მონაწილეების თქმით, საზოგადეობრივი ტრანსპორტი თუ არ აღდგება 1 თებერვლიდან ისინი ფართომასშტაბიან და პერმანენტულ აქციებს გამართავენ.