აღდგომის დილას დონეცკის ოლქში ოკუპანტებმა ორი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლეს - კირილენკო

პუბლიკა

აღდგომის დილას დონეცკის ოლქში, ოჩერეთინის თემში ოკუპანტებმა 14 და 5 წლის გოგონების სიცოცხლე იმსხვერპლეს. ინფორმაციას Telegram-ის არხზე პავლო კირილენკო, დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

მისი ცნობით, განადგურდა სახლი, რომელშიც დაღუპული ბავშვები ცხოვრობდნენ.

„ჩვენს მიწაზე ჩადენილ დანაშაულებს ოკუპანტებს არც ხალხი და არც ღმერთი არ აპატიებს“, – წერს ის.

უკრაინის გენერალური პროკურატურის 24 აპრილის  მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 213 ბავშვი დაიღუპა და 389-ზე მეტი დაშავდა.

მათივე თქმით, ეს მონაცემი არ არის საბოლოო და გრძელდება მონაცემების დაზუსტება.

LB loan image desktop LB loan image mobile